უკრაინაში, რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ჟურავლიოვი ფრონტის ხაზზე ზაპოროჟიეში კასეტურ საბძოლო მასლაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდა და ის კასეტური ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა.
ინფორმაციას ასევე ადასტურებს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი.
სიმონინის თქმით, უკრაინელების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შედეგად სხვა ჟურნალისტებიც დაშავდნენ.
უკრაინული მედია წერდა, რომ ჟურავლიოვი დონეცკის ოლქის ოკუპაციაში მონაწილეობდა.