"მე მიშაზე და ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკს არ შევწყვეტ. როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მაგრამ, რომ არიან, მეც ვარ", - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
"სტრასბურგში ძალიან კარგი სამსახური მივატოვე. დავდიოდი ევროპაში, ჰიმალაის მთებში, აფრიკაში და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მაგრამ, როგორც კი მოხდა დიდი ვარდების დიდი რევოლუცია, ჩემს მაგიდაზე იმატა საქმეებმა, რომელშიც რასაც ვკითხულობდი, ჯოჯოხეთი იყო. მათ შორის, ოჩიგავასა და მოლაშვილის საქმეებმა - მაშინ ვთქვი, რომ მე უნდა წავიდე და რასაც შევძლებ, იმას გავაკეთებ-მეთქი. სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება არ მოხდება, რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.