მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. ცნობილია, რომ ამ სხდომაზე ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გამოიკითხება.
მანამდე კი, დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელეს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე გამოიკითხა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, თუმცა მოსამართლე არევაძის თქმით, სხდომები ყოველდღიურად "ფიზიკურად ვერ გაიმართება".
თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო.
საქალაქო სასამართლოში შეკრებილები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც, სხდომის პარალელურად კი საქალაქოს ეზოში აქცია მიმდინარეობდა.