სახალხო დამცველის არჩევის ისეთი პროცედურა გამოიგონა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც არცერთ დასავლეთ ევროპულ ქვეყანასაც კი არ აქვს. ამიტომ არ მესმის, რის შეუსრულებლობაზეა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რეკომენდაციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ევროკავშირის პუნქტებზე საუბრისას წულუკიანმა ასევე კომენტარი გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებაც და განაცხადა, რომ ოპოზიციას კანონის მიღება არ სურს.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ვნახეთ, რომ თვითონ ოპოზიციას აღარ სურს ამ კანონის მიღება, მაშინ როდესაც თავად ოპოზიცია უჩურჩულებდა ევროპელ კოლეგებს, ეს კანონი უნდა ყოფილიყო მიღებული. რა თქმა უნდა, მათ მთავარ მიზნად ბიძინა ივანიშვილი ჰყავდათ ამოღებული. როცა მიხვდნენ, რომ ივანიშვილი ვერანაირი კრიტერიუმით ოლიგარქი ვერ არის და შეიძლებოდა, პირიქით მოტრიალებოდათ ეს კანონი, მათი მხრიდან ამ კანონის მიღების მიმართ წინააღმდეგობა ვიხილეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.