მიხეილ სააკაშვილის საკითხს გამოეხმაურა მმართველი გუნდი. თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებამ არ იცის რას გააკეთებს სასამართლო და ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაუჯერებელია. მისივე თქმით, სააკაშვილის ვითომ გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ რაკი სხვა რესურსი აღარ აქვთ, სააკაშვილით უნდა ითამაშონ.
"ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა სასამართლო ხელისუფლება რასაკვირველია მაინც რომ დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რას იზამს სასამართლო. თუ მოხდა ისე, რომ სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ მიიჩნია საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სასჯელის აღსრულება გადავადდეს და ნაციონალური მოძრაობა მორიგ ჯერზე შეეცდება ტურბულენტობის ორგანიზებას ჩვენს ქვეყანაში, რასაკვირველია, ეს ვერ იქნება ვერანაირი შედეგის მომტანი. ეს იქნება მორიგ ჯერ საკუთარი ვითომ გულშემატკივრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობითა და მისი სიცოცხლით და ბედით თამაში. მე კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ის დღეს, როდესაც სააკაშვილი გაბრაზდება და თვითონ დაუსვამს ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.