რთული პატიმრების ოდენობა ყოველთვის იყო ხოლმე პენიტენციურ სისტემაში. 20-30 პატიმარი მუდმივად იყო ხოლმე, რომელიც რთულ პატიმრად, რთული ქცევის პატიმრად ითვლებოდა. ასეთ უმცირესობაში არის დღეს პატიმარი სააკაშვილიც, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ექიმები ამბობენ, რომ მოწამვლის არავითარი ნიშანი არ არსებობს და მზად არიან, სააკაშვილს აუღონ და ჩაუტარონ ანალიზები, რაზეც პატიმარი ამბობს უარს.
„სისხლისა და სხვა ტიპის ანალიზების ჩატარებაზე ამბობს უარს, რომელიც ერთადერთი უტყუარი გზაა, დადგინდეს, არსებობს თუ არა ორგანიზმში რაიმე ტიპის მომწამვლელი ნივთიერება. რაკი ანალიზზე უარს ამბობს პატიმარი, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას აშინებს ის შედეგი, რომელიც იქნება, რადგან ეს შედეგი ალბათ არ იქნება მისი თანაგინდელებისთვის სასურველი. რთული ვითარებაა, რადგან რთულ პატიმართან გვაქვს საქმე და პატიმრების, რთული პატიმრების ოდენობა ყოველთვის იყო ხოლმე პენიტენციურ სისტემაში. 20-30 პატიმარი მუდმივად იყო ხოლმე, რომელიც რთულ პატიმრად, რთული ქცევის პატიმრად ითვლებოდა. ასეთ უმცირესობაში არის დღეს პატიმარი სააკაშვილიც, რომელიც თვითონ თავის თავსაც ურთულებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის ცხოვრება არც ისე მარტივია, როდესაც ხარ შეზღუდული თავისუფლების და თავისუფლების აღკვეთის პირობებში, ასევე ურთულებს ცხოვრებას მის გარშემო მყოფთ, მაგრამ ეს მისი არჩევანია. სასჯელი კი არის მოსახდელი“, – განაცხადა წულუკიანმა.