თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდებამ ყველა მათგანისთვის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ადვოკატებს გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობა არ დაუყენებიათ და პირდაპირ გათავისუფლებას სთხოვდნენ. მათი თქმით, არ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ან მიმალვის საფრთხე მათი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან.
9 პირი შსს-მ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 19 ოქტომბერს წაუყენა.
დაკავებულებს შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და კომპანია "გრინესრვის პლიუსის" დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე.