ნანუკა ჟორჟოლიანმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მას შორის არსებულ უთანხმოებაზე დღეს პირველად ისაუბრა. "ფეისბუქ ლაივში" ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ მესამე პრეზიდენტისთვის არ იბრძოლა.
ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ პარტიის ნაწილი ნიკა მელიას დაუპირისპირდა არა მიხეილ სააკაშვილის გამო, არამედ ენმ-ში ახლა ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან:
“ნიკა მელიას და მე მაშინ უმძიმესი ურთიერთობა გვქონდა. სამ დღეში ერთხელ ვჩხუბობდით, რადგან ისევე როგორც თქვენ, მეც მასთან მქონდა ობიექტური და ადამიანური პრეტენზია. მან როგორც ადამიანმა, როგორც კაცმა, რომელიც ჩემთვის ასოცირდება ძალიან ბევრ კარგ თვისებასთან, არ იბრძოლა მიშასთვის. ეს მისთვის პირშიც მაქვს ნათქვამი, მაგრამ ესენი მელიას საერთოდ არ ებრძვიან იმიტომ, რომ მიშასთვის არ იბრძოლა, არამედ შიდა ძალაუფლებისთვის იბრძვიან”, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.