რუსული გრუ-ს ღია რეზიდენტურა თბილისში და ამ ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი, - წერს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საპატრიარქოსთან დაკავშირებით.
"მაგ ხალხის სათავო ოფისი სანაპიროზეა, შესასვლელში დიდი ქვა დევს და ზედ აწერია - საქართველოს საპატრიარქო. "ევროპა არ გვინდა", "ერთმორწმუნე გვირჩევნია" - მანდედან მოდის ათწლეულებია. მანდ არის ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე პრორუსული, ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში, რომელიც მაგ სიბნელეთივე იკვებება და ძალებს იკრებს. რუსული გრუ-ს ღია რეზიდენტურა თბილისში, თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი. დღეს არ უხსენებია არავის და არ მიყვარს ჩრდილში რომ გაი-სუს-ება ხოლმე, ვითომ არაფერ შუაშია. თავშია! მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია და მერე განათდება", - წერს ჯაფარიძე.