ღარიბაშვილმა 14.00-ზე ჩანიშნა ბრიფინგი, ისევ შენი მოტყუება უნდათ, არ მოტყუვდე, გაბრაზდი, - წერს სოციალურ ქსელში გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე
"მთავრობის ფბ გვერდი ყოველ 5 წუთში ერთხელ პოსტავს მორიგ "მთავრობის მიღწევას" ღარიბაშვილმა 14.00-ზე ჩანიშნა ბრიფინგი და გვეტყვის რომ ა) მაპზე უკეთესი მივიღეთ ბ) ახლა ევროპის მოთხოვნების შესრულების დროა და არა დაპირისპირების ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - ეშინიათ. შენი ბრაზის ეშინიათ, შენი სიმრავლის ეშინიათ, ისევ შენი მოტყუება უნდათ! არ მოტყუვდე, გაბრაზდი.
#არდარჩესახლში! 20.00-ზე რუსთაველზე", - წერს ჯაფარიძე