კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი სოციალურ ქსელს Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად შეიძენს.
ცოტა ხნის წინ, მასკმა და Twitter-ის დირექტორთა საბჭომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
ამ გარიგების შედეგად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კონტროლის ქვეშ მოექცევა.
Twitter-ის შეძენაზე მოლაპარაკებები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათი შედეგები ბოლო მომენტამდე გარკვეული არ იყო, თუმცა, საბოლოოდ, კომპანიის დირექტორთა საბჭომ მასკის შეთავაზება მიიღო.
მანამდე მასკი Twitter-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა - მან 9,2% აქცია 2,89 მილიარდ დოლარად შეიძინა.
Twitter-ის შეძენის გამოცხადების შემდეგ, კომპანიის აქციები გაძვირდა.