ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. პირველ ტაიმში ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა.
73-ე წუთზე ლაშა დვალის ავტოგოლით უნგრეთი დაწინაურდა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ვარგამ დააფიქსირა.
რამაზ სვანაძის გუნდი ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან გამართავს.