შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მიტროპოლიტ იობის გინების გამო. პროცესი 16 ნოემბერსაა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს. ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.
ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.