ფრანგულმა ფინანსურსმა ჯგუფმა Societe Generale-მა რუსეთის ბაზრიდან სრულად გასვლის შესახებ განაცხადა.
Societe Generale-ის განცხადებით, რუსეთში თავის მთავარი აქტივს, "როსბანკში“ საკუთარ წილს, ისევე როგორც სადაზღვევო ბიზნესს, რუსულ საფინანსო ჯგუფს "ინტერროს" მიჰყიდის.
უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება.
ფინანსური ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბაზრიდან გასვლის პროცესი დასრულდება უახლოეს კვირებში, მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცების შემდეგ.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსეთის ბაზარი არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა.