კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. დაჭრილია 109 ადამიანი. ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ უკრაინულ მედიას განუცხადა.
"მსუბუქად დაჭრილებს სახლში უშვებენ. შედარებით მძიმედ დაჭრილები უსაფრთხო რეგიონში არიან გადაყვანილი. ყველა მათგანს გაეწია საჭირო დახმარება", - განაცხადა კირილენკომ.
8 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურს „ტოჩკა-უ“-ს ტიპის რაკეტებით იერიში განახორციელეს. ვაგზალზე 4 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდენენ.