უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 19 300-ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 722;
საბრძოლო ჯავშანტექნიკა - 1 911;
საარტილერიო სისტემა - 342;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 108;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 55;
თვითმფრინავი - 152;
ვერტმფრენი - 137;
საავტომობილო ტექნიკა - 1 384 ;
გემი/კატერი - 7;
საწვავმზიდი - 76;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 112;
სპეციალური ტექნიკა - 25;
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.