მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვის მახლობლად მდებარე კუბინკაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში წირვაზე ქადაგება წარმოთქვა, სადაც განაცხადა, რომ რუს ხალხს არ აქვს ომის ან სხვისთვის ზიანის მიყენების სურვილი.
"ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა და მრავალტანჯული ხალხი, რომელიც ევროპელ ხალხებზე მეტად დაზარალდა ომებისგან. ჩვენ არ გვაქვს ომის ან ისეთი რამის გაკეთების სურვილი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს. მაგრამ ჩვენი ისტორიით ისე ვართ აღზრდილები, რომ გვიყვარს ჩვენი მამული და მზად ვიქნებით ისე დავიცვათ, როგორც მხოლოდ რუსებს შეუძლიათ დაიცვან თავისი სამშობლო", - თქვა კრემლის მოკავშირე პატრიარქმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოსკოვის პატრიარქს მწვავედ აკრიტიკებენ რუსული ჯარების ქმედებების მხარდაჭერისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის მიმართ დუმილის გამო.