ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპირებულ ენორჰოდარში მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ, რუსმა სამხედროებმა ცეცხლის გაუხსნეს. არიან დაჭრილები. ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეებიც დააკავეს. იუწყება უკრაინული მედია.
ქალაქის მოსახლეობა მშვიდობიან მიტინგზე დილიდან გამოვიდა. მოქალაქეები მღეროდნენ უკრაინის ეროვნულ ჰიმნს და ოკუპანტებს შინ დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ.
რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნენ, ესროდნენ ყუმბარებს. მომიტინგეები მასირებული ცეცხლის ქვეშ თავის გადარჩენას ცდილობდნენ. ცნობილია, რომ დაჭრილია ოთხი მოქალაქე.
ოკუპანტებმა 4 მარტს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, 5 მარტს კი ენერჰოდარში შევიდნენ.