უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რამდენიმე დასახლებაზე კონტროლის აღდგენის ფონზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საკვანძო მნიშვნელობის ობიექტი, ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს. იტყობინება ბრიტანეთის დაზვერვა.
კიევის მახლობლად მდებარე ჰოსტემელის აეროპორტის ხელში ჩასაგდებად, რუსეთი ომის პირველივე დღიდან ახორციელებდა სასტიკ იერიშებს, რადგან მასზე წვდომა გაუადვილებდა დედაქალაქისკენ სვლას.
"უკრაინის ძალები კიევის მახლობლად რუსეთის ჯარის განდევნის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
დაზვერვის ცნობით, აღმოსავლეთით უკრაინის ძალებმა რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს.
კიევიდან 29 კილომეტრში მდებარე ჰოსტომელი არის პატარა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი. ომამდე აქ იყო უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატვირთო აეროპორტი და ძირითადი სამხედრო ავიაბაზა.