დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად მეტი ლეტალური იარაღი გაიგზავნება. იტყობინება Sky News-ი.
თავდაცვის მდივნის თქმით, დონორების კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინაში უფრო მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე შეთანხმდნენ.
მისივე განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, საზენიტო იარაღსა და საბრძოლო მასალებს.
"უკრაინა მიიღებს მეტ ლეტალურ იარაღს. რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა ახალი იდეებით ან ფულადი სახსრების გაცემის დაპირებით", - თქვა მან.
უოლესმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი "პატარა ქვეყნად" იქცა.
"პრეზიდენტი პუტინი აღარ წარმოადგენს იმ ძალას, როგორიც ადრე იყო. ახლა ის არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად ააშენა", - თქვა უოლესმა.
შეგახსენებთ, ლონდონმა უკრაინის დასახმარებლად მეტი ლეტალური იარაღის მობილიზების მიზნით დორონთა კონფერენცია 31 მარტისთვის მოიწვია.
დიდი ბრიტანეთმა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მხრივ საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდშია, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში გაგზავნოს დამატებით 6 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებi, რის შემდეგაც უკრაინაში ბრიტანეთის მიერ მიწოდებული ამ შეიარაღების რაოდენობა 10 000-ს მიაღწევს.