გაერთიანებული სამეფო 31 მარტს გამართავს კონფერენციას, რათა უკრაინის დასახმარებლად მეტი ლეტალური იარაღის მობილიზება მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, დონორთა კონფერენცია მოწვეული იქნება ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის მიერ.
"დავინახავთ, მთელი მსოფლიოდან რისი შეგროვება შეგვიძლია, რათა გარანტირებული იყოს, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს წარმატებას უკანონო ოკუპაციასა და სუვერენულ ქვეყანაში შეჭრაში“, - განაცხადა უოლესმა 29 მარტს ნორვეგიაში ვიზიტის დროს.
დიდი ბრიტანეთმა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მხრივ საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდშია, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში გაგზავნოს დამატებით 6 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, რის შემდეგაც უკრაინაში ბრიტანეთის მიერ მიწოდებული ამ შეიარაღების რაოდენობა 10 000-ს მიაღწევს.