თავისუფლების ინსტიტუტი გამოდის ინიციატივით, ყველას, ვინც ოკუპანტის სამხედრო ან სახელმწიფო სამსახურში იმყოფება, ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა და აეკრძალოს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მტრის სასარგებლოდ მოქმედებს, არ უნდა სარგებლობდეს საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით.
თავისუფლების ინსტიტუტი მიმართავს პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას, იმსჯელონ ოკუპანტის სამხედრო და სახელმწიფო სამსახურში ჩართული საქართველოს მოქალაქეების შესახებ.