პოლიტიკური პროცესი დასტაბილურებულია, მიიჩნევს ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვლი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესი იმაზე არ არის დამოკიდებული კონკრეტული ადამიანი იქნება თუ არა ციხეში.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინოთ კონცენტრაცია ყველა იმ არსებულ გამოწვევასა და პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. პირველ რიგში ეს არის ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით არსებული გამოწვევები. გასული წლიდან გამომდინარე ამ კუთხით გარკვეული პროგრესი გვაქვს და მოლოდინი ამ კუთხით გაუმჯობესებულია, ვიდრე აქამდე იყო“, - განაცხადა ხუციშვილმა.