6 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0890 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0964 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.74 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4952 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5023 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.71 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2252 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1803 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 იანვარიდან შევა ძალაში.