პანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან 25-მდე მეტი სამუშაო შეხვედრა გაიმართა - ტურისტული კომპანიების, სხვადასხვა ასოციაციების, გიდების, კვების, განთავსების ობიექტებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ შეხვედრებზე კორონავირუსის გავლენა ტურისტულ ინდუსტრიაზე, გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება, ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის გეგმა, ნებაყოფლობითი ვაქცინაციის საკითხი და სხვა თემები განიხილებოდა.
შეხვედრების პარალელურად, 2021 წელს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში იღებდნენ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების, ტრენინგების, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული პროტოკოლებისისა და რეგულაციების დაცვის შესახებ. ადმინისტრაცია აქტიურად ჩართულია საკარანტინო სასტუმროების მართვასა და მომარაგების კუთხით.
2021 წლის მიწურულს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით “welcome to Georgia! National Tourism Awards” -ის რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სპეციალური ჯილდო გადაეცა საუკეთესო სასტუმროს, რესტორნის, ღვინისა და დეველოპერული კომპანიების, ტურისტული სააგენტოებისა და ტურ-ოპერატორების წარმომადგნელს.