ახალი წლის ღამე Lopota Lake Resort & Spa-ში უკვე 65%-ითა დაჯავშნილი. Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი ამბობს. რომ ბოლო პერიოდში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებამ და 1-ელი დეკემბრიდან "მწვანე სტატუსის" შემოღებამ სასტუმროს სტუმრებს გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივა, რათა თამამად დაგეგმონ თუ სად და როგორ გაატარებენ ახალ წელს. სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, რომ Lopota Lake Resort & Spa-სთვის დეკემბერი დატვირთული თვე იყო.
"დეკემბრის თვე სტუმრების მხრივ Lopota Lake Resort & Spa-სთვს საკმაოდ კარგი იყო. ახალი წლისთვის ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ დროისათვის ჩვენი ჯავშნების უმეტესობა ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. ახალი წლის ღამეზე ჯავშნები გაქვს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან. გეტყვით, რომ ახალი წლისთვის ჯავშნების 30%-ი საერთაშორისო მოგზაურებზე მოდის. ქვეყნებს რაც შეეხება ესენი არიან უზბეკეთი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი და ყირგიზეთი. ასევე გვაქვს რამდენიმე ევროპული ჯავშანი, მაგალითად იტალიიდან.
ახალ წელს ლოპოტაზე ყოველთვის განსაკუთრებული განწყობითა და ემოციით ვხვდებით.
31 დეკემბრის ღამეს ტბის პირას გელოდებათ იტალიური ჯაზ ბენდის Rudy Valentino e i Baleras და Dj Machaidze დაუვიწყარი პერფორმანსი.
უტა ბექაიასა და ლიკა ევგენიძის მიერ შექმნილი კოსტიუმირებული საცირკო წარმოდგენა – „melancholia costumes“ და „თამაშობანა“ თქვენს პატარებს ჯადოსნურ თავგადასავალში ამოგზაურებს.
Lopota Lake Resort & Spa-ში მოსულ სტუმარს დახვდება: ტბის პირას მოწყობილი ჯადოსნური საშობაო სოფელი, აგიზგიზებული ბუხრები, საბავშვო სივრცეები, ბუნებასთან სიახლოვე და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი", აცხადებს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი.