"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უწყების ინფორმაციით, 6 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ლიკვიდირებას განიხილავენ.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისი გადმოსახედიდან, აქციებსა და მიტინგებს ყავლი გაუვიდა და ხელისუფლების იძულების გზად, დაუმორჩილებლობა, საბოტაჟი ესახება.
"ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქისთვის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი მიზანი - ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და შემდეგ სისტემის ისე გარდაქმნა რომ ვერავინ ვეღარასდროს შესძლოს ძალაუფლების ასეთი მასშტაბით კონცენტრირება ერთ ხელში. ამ მიზნისკენ სვლა, ჩემი გადმოსახედიდან, ორ ნაბიჯიანია: 1) ხელისუფლების იძულება ორი მოსმენით მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანა გადავიდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2%-იანი ბარიერით 2) ხელისუფლების იძულება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
როგორ ვაპირებ გაიძულოთ გადადგათ ეს ორი ნაბიჯი? მე არ მჯერა პროტესტის იმ ფორმების რომლებიც ბევრჯერ ნაცადია, გაცვეთილია, და რომლებთან მიმართებაშიც სისტემას, რომლის ერთერთ იარაღსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით (რასაც ყველა უნდა აკეთებდეს ვისაც ამის ტრაკი აქვს), სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. სისხლს გაგიშრობთ", - წერს ჯაფარიძე.