რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელორუს პარლამენტართა საქართველოსა და მის რეგიონებში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბელორუსი სავარაუდოდ მალე განიხილავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.
"რამდენადაც ჩვენ გვესმის, ბელორუსის პარლამენტმა ეს საკითხი დღის წესრიგში შეიტანა დამ ის განხილვას აპირებს. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თავად ბელორუს პარლამენტართა სუვერენული უფლებაა გამოიტანოს ესა თუ ის გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხზე. მათ აქვთ უფლება განიხილონ საკითხები, რომელთა განხილვაც აუცილებლად მიაჩნიათ. წინ არ გავუსწროთ მოვლენებს, დაველოდოთ რა იქნება და როდესაც ამ საკითხს განიხილავენ დაველოდოთ თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ",_ აცხადებს ნესტერენკო.