"სანდრიკოს გარეშე რეპორტაჟებს არ წავიყვან, ეგ თუ კრიმინალია მე კომენტატორი ვერ ვიქნები.
სოლიდარობა უფროს ძმას". - წერს კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს, სპორტულ კომენტატორ სანდრო ცნობილაძესთან სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკა ჩატარდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ საქმე დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას ეხება.