საქართველოში 19-21 თებერვალს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი, მთაში და მაღალმთაში – ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე კი შემოყინულობაა მოსალოდნელი.
„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.