ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს არ მიდის ევროპის მიმართულებით - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და ძალის გადამეტებული გამოყენება პროტესტის მონაწილეების მიმართ რეგიონში ვითარების გაუარესების სიგნალს იძლევა. პროტესტის ყველა მონაწილე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცხადია, ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს არ მიდის ევროპის მიმართულებით. ველით, რომ გარკვეული ღირებულებები და ნაბიჯები გადაიდგმება კანდიდატი ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა. საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს", - განაცხადა კაია კალასმა.