"ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა", - აცხადებს ჯანდავის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც არსებობს.
"მაგრამ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA- აღნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინებს კიდევ გაუგრძელდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. გამომდინარე აქედან ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულიად არ მოხსნილი", - თქვა მინისტრმა.