საქართველოში სრულად ვაქცინირებული სტუდენეტების მხოლოდ 17%-ია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე მოუწოდებს სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა სწავლა აუდიტორიებში დაიწყოს.
"სამწუხაროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. სტუდენტებში სრულად აცრის მაჩვენებელი 17%, რაც დაბალია და მოვუწოდებ სტუდენტებს რომ უფრო აქტიურად ვიყოთ და მივცეთ მაგალითი. სტუდენტებში გვაქვს გადატანილი ინფექცია დაახლოებით 9.5%-ში", - ამბობს ამირან გამყრელიძე.