ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილურობის ტენდენცია გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, მიუხედავად ყველა მაჩვენებლის გაუმჯობესებისა, კვლავაც სიფრთხილეა საჭირო.
„სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება, უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, ყველა მაჩვენებელი, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი მიდის დამშვიდებისკენ. ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას გაუმჯობესებისკენ. ეს ჩვენ თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია, ასევე უნდა ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.