სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესიდა უნეტარესი ილია მეორე ბორჯომში იმყოფება.
უწმინდესი დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს აკურთხებს და პარაკლისს გადაიხდის.
ცერემონიას ბორჯომისა და ბაკურიანის მეუფე, მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარებს.
ილია მეორე ბორჯომში გუშინ, გურიიდან გაემგზავრა.