საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა, ვაშინგტონში გამართულ დახურულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მუქარას არ შეასრულებს, რეჟიმი მხოლოდ გაძლიერდება.
ამის შესახებ Axios, ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომლებიც შეხვედრას ესწრებიოდნენ
გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის პოზიცია ექსპერტებთან და ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრის დროს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სამეფოს საჯარო განცხადებებისგან.
ოფიციალურად, ერ რიადმა აშშ ესკალაციის შესახებ გააფრთხილა და კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა, რაც ამერიკის დარტყმის გადადების ერთ-ერთი მიზეზი იყო.
ხუთშაბათს, პრინცმა ხალიდმა თეთრ სახლში დახურული შეხვედრები გამართა ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ წარმომადგენლებთან: სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ კეინთან.
საუბრის მთავარი თემა ირანზე აშშ-ის შესაძლო დარტყმა იყო.
Axios-ის წყაროები ვარაუდობენ, რომ ერ რიადის პოზიციის შეცვლა განპირობებულია იმ რწმენით, რომ ტრამპმა უკვე მიიღო დარტყმის გადაწყვეტილება. საუდის არაბეთს არ სურს ვაშინგტონის ქმედებების წინააღმდეგ გამოვიდეს, მიუხედავად „ირანის სუვერენიტეტის პატივისცემის“ შესახებ საჯარო განცხადებებისა.
ამავდროულად, სპარსეთის ყურის რეგიონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ჩიხშია შესული. ერთი მხრივ, აშშ-ის დარტყმა ესკალაციის დიდ რისკებს შეიცავს; მეორე მხრივ, პროგნოზის შეუსრულებლობა ირანის გაძლიერებას გამოიწვევს.
„ამ ეტაპზე, თუ [დარტყმა] არ მოხდება, ეს მხოლოდ რეჟიმს გააძლიერებს“, - ციტირებენ წყაროები ბინ სალმანის სიტყვებს.