დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებულები, - ამის შესახებ საქართველოზე საგანგებო მოსმენის დროს, ჟენევაში, გაერო-ში ნორვეგიის წარმომადგენელმა განაცხადა.
"ჩვენ შეშფოთებული ვართ ადამიანის უფლებების მძიმე გაუარესებით, მათ შორის, ფართოდ გავრცელებული რეპრესიებისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვით და მუდმივი დისკრიმინაციით ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.
ნორვეგია მოუწოდებს საქართველოს: პირველი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებულები და ჩაატარეთ სწრაფი გამოძიება დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების საქმეზე. უზრუნველყავით, მშვიდობიანად გამოხატვის უფლება. მეორე, გაიწვიეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და გრანტების კანონში შეტანილი ცვლილებები. უკან გაიწვიეთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სააპელაციო საჩივარი. გაიწვიეთ კანონი ოჯახური ღირებულებებისა და უმცირესობების დაცვის შესახებ კანონი," - განაცხადა ნორვეგიის წარმომადგენელმა.