შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა ნაწილობრივ შეწყვიტა მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ სენატმა დაამტკიცა დაფინანსების პაკეტი, რომელიც საჭიროა „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ CBS News იუწყება.
ნაწილობრივი "შათდაუნი“ ოფიციალურად 31 იანვარს, ადგილობრივი დროით შუაღამისას დაიწყო.
მოსალოდნელია, რომ „შათდაუნი“ ხანმოკლე იქნება.
კანონპროექტების პაკეტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც ორშაბათამდე ისვენებს.
გარდა ამისა, ქვედა პალატის კანონმდებლები, სავარაუდოდ, ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ამ საკითხს მალევე უყრიან კენჭს.
აღნიშნულია, რომ ვაშინგტონს არ სურს გააგრძელოს ისეთივე ხანგრძლივი „შათუნდი“, როგორიც შემოდგომაზე იყო.
2025 წლის აშშ-ის ფედერალური მთავრობის „შათდაუნი“ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო და 43 დღე გაგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი 2025 წლის 13 ნოემბერს მოაწერა, რითიც „შათდაუნი“ დასრულდა.