“მეტი თავისუფლება - გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება - რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ თქვა ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის დახმარებაზე უარი - ისევ მმართველი პარტიის რიტორიკის გაგრძელებაა და მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ფინანსურ მხარეზე, როცა მთავარი მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმებზე უარის თქმა იყო და საქართველომ დახმარება სწორედ ამიტომ ვერ მიიღო.
„ზურაბიშვილის განცხადება რომ თითქოს მისთვის გაუგებარია რატომ თქვა ოცნებამ უარი ევროკავშირის ფულზე, არის:
1. ტყუილი (უარს ვერ იტყვი იმაზე რასაც არ გაძლევენ - ამ სიტყვებით აუხსნეს ევროპიდან)
2. ყურადღების გადატანა ფულზე, როცა საქმე ეხება მართლმსაჯულების სიატემას და ქვეყნის ისტორიულ არჩევანს
3. ოცნების რიტორიკის გაგრძელება - თითქოს საქმე ფულში და ვალში იყოს
4. ოცნების ირიბი გაპრავება საკითხის მათავარი არსის მიჩუმათებია გზით
5. ივანიშვილის თამაში (ამ ყველაფრიდან გამომდინარე)
არაფერი აღსაფრთოვანებელი მის ნათქვამში არ არის, ოცნების მიერ ჩადენილი ბოროტების ვირეშმაკული გაპრავებაა", - წერს ზურა ჯაფარიძე.
სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირის ფულად დახმარებაზე.
მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ისევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.