რუსთაველის გაზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რადიკალური ჯგუფები კვლავ გამოჩნდნენ.
დაშავებულია "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ტერიტორიაზე ამ წუთებში კვლავ დაძაბულობაა.
ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც გუშინ მომხდარი ძალადობის გასაპროტესტებლად მშვიდობიანი, მდუმარე აქცია დაიგეგმა.
მოქალაქეები მდუმარე აქციის ფარგლებში, პარლამენტთან შეკრებას 20:00 საათზე გეგმავენ.