ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარღაიდან ესროლეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დაკავებულია ერთი პირი და და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.