საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 12 900 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით.