აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ - პრობლემები თუ რამე იქნება ყველაფერს აღმოვფხვრით,- ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა პანსიონში სახალხო დამცველის ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სახალხო დამცველი პირველად შევიდა კონტაქტში ამ ბავშვებთან 2018 წლის შემდეგ და გარკვეული გაუცხოებასავით იქნებოდა. მეც, რომ მოვედი აქ გარეთ, რომ გამოვდივარ მოდიან ჩემთან ბავშვები და ერთად ვსხედვართ. პრობლემები თუ რამე იქნება ყველაფერს აღმოვფხვრით. რაც უფრო მალე ავაშენებთ მცირე ზომის საცხოვრისებს, ამას ვხედავ მთავარ პრობლემად ახლა, სხვა არაფერს. სიტუაცია გამოსწორებული, უბრალოდ დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე. ბავშვები გაუცხოებულები იყვნენ, შედარებით ახლა ისინი შემოდიან კონტაქტში. სხვა შეხვედრების დროს მეტად გახსნილები იქნებიან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან ერთად ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა 17 ივნისს გაიმართა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პანსიონის მმართველი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი და სახალხო დამცველი პანსიონში ერთად ჩავიდოდნენ.