საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს, რომ კუნძულ კრეტაზე, ერთ-ერთ ციხეში საქართველოს ერთმა მოქალაქემ მეორე მოქალაქე მოკლა.
"დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი", -წერია განცხადებაში.
საელჩოს ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს გარდაცვლილის ოჯახს.