ქუთაისში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ ბავშვმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე ხმაური იყო, 65 წლის მამაკაცი კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.