გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ვაიმარის სამუსიკო უნივერსიტეტის პროფესორისა და ბასისტის მანფრედ ბრიუნდლისა და ქართველი გიტარისტისა და კომპოზიტორის ზაზა მიმინოშვილის უნიკალური გერმანულ-ქართული მუსიკალური პროექტი “SAMAIA“ საქართველოში ჩამოდის!
პროგრამა აერთიანებს ქართულ სიმღერებს გერმანულ ფოლკლორთან და ვირტუოზულ ჯაზთან. საღამოს საცეკვაო ინტერპრეტაცია ეკუთვნის ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან ქართველ მოცეკვავეს ალექსანდრე ჭუმბურიძეს.
კონცერტზე დასწრება შესაძლებელია 2021 წლის 10 ივლისს წინანდალში (წინანდლის მამულის ამფითეატრი).
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.tkt.ge.
ვორქშოპებზე განაცხადების შეტანა უკვე შესაძლებელია! 
ამის გარდა ანსამბლი გეპატიჟებათ უფასო ვორქშოპებზე, რომლებიც გათვლილია პროფესიონალ მუსიკოსებზე, მოცეკვავეებზე, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებზე. ცნობილი ანსამბლის ხელმძღვანელობით ხელოვანებს ექნებათ შესაძლებლობა, მუსიკალურად მიიღონ მომაწილეობა ამ უჩვეულო პროექტში, რომელიც ჯაზს გადამუშავებულ ქართულ ჰანგებთან და ცეკვებთან აერთიანებს. zwieSHEN-ის წევრების სახით კურსის მონაწილეები შეხვდებიან დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო მასშტაბის პედაგოგებს.
ვორქშოპი ჩატარდება 2021 წლის 9 ივლისს გოეთეს ინსტიტუტში (12:00-15:00 საათი) და 2021 წლის 11 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში თბილისში (14:00-17:00 საათი). მონაწილეობა შესაძლებელია როგორც პასიურად, ასევე აქტიურადაც. ვორქშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 მონაწილეს.