საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული.
"ყველა მათგანი არის იმპორტირებული. ამ შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოხდეს საქართველოშიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.