“თანასწორობის მოძრაობის” განცხადებით, თბილისში ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა.
“თავდამსხმელს თან ახლდა ორი პირი, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს”, — აცხადებენ უწყებაში.
შემთხვევა 4 ივნისს ღამის საათებში მოხდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბრალდებული 2000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.