უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავში, რომელმაც თბილისი-კიევის რეისი შეასრულა, სამართალდამცავები ბომბს ეძებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა თვითმფრინავიდან ადამიანები სათიათაოდ გამოიყვანეს და თითოეულ მათგანს ძაღლის მეშვეობით ამოწმებდნენ.
თბილისი-კიევის რეისის მგზავრთა პირველი ნაწილი, რომელთა მიმართაც უსაფრთხოების ზომები უკვე გატარებულია, ბორისპოლის აეროპორტის შენობაში გადაიყვანეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს.