ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების მკაცრდება.
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები ,ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
ცვლილებების მიხედვით,მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი მსჯელობა და მუშაობა იქნება მნიშვნელოვანი და ინფორმაციული.
ამასთანავე, ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებაზე თავის არიდებისთვის მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.